English / ქართული /








Journal number 2 ∘ Revaz Kakulia
The Global Economy as a Phenomenon of Modernity

Global economy is the main phenomenon at the present stage of societal development. While many today discuss the globalization of economy, the views of the scientific community are substantially different. If in the global economy a sharp outcome of the development achieved through international trade and investment, this is one aspect of the case. But if the model of global neo-liberal globalization of world development was built under the modern global economy, public opinion will be in a difficult situation.

The development of trade relations between countries in the modern era promotes the overall improvement of economic relations between them, which in turn is a result of globalization.

Keywords: Global Economy, Transnaonal Capital, Transnational Corporations, International Management.

JEL Codes: F15, F21, F23

საზოგადოებრივი განვითარების დღევანდელ ეტაპზე გლობალური ეკონომიკა თანამედროვეობის მთავარი ფენომენია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს მსჯელობენ ეკონომიკის გლობალიზაციაზე, მის შესახებ როგორც მეცნიერთა, ასევე საერთოდ საზოგადოებრივი აზრი მსოფლიო მასშტაბით არაერთგვაროვანია.

თუ გლობალურ ეკონომიკაში ვიგულისხმებთ საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების გზით მიღწეული განვითარების თვალსაჩინო შედეგებს, ეს ერთი მხარეა, მაგრამ თუ თანამედროვე გლობალური ეკონომიკის არედ მსოფლიო განვითარების ნეოლიბერალური გლობალიზაციის მოდელს მივიჩნევთ, საზოგადოებრივი აზრი მეტად რთულ და წინააღმდეგობრივ სიტუაციაში აღმოჩნდება.

საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკონომიკა; ტრანს-ნაციონალური კაპიტალი; ტრანს-ნაციონალური კორპორაციები; საერთაშორისო მენეჯმენტი.

ეკონომიკის გლობალიზაცია: არსი და მნიშვნელობა

გლობალური ეკონომიკა ეს არის ეკონომიკური ცივილიზაციის თანამედროვე დონე, ტოტალური ფინანსიზმის ეკონომიკა, რომელშიც იგი გაბატონ ბულ როლს ასრულებს, განსაკუთრებით წარმოებისა და გაცვლის პროცესში. თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოთა შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარება ხელს უწყობს მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ყოველმხრივ სრულყოფას, რომლებიც თავის მხრივ გლობალიზაციის პროცესის შედეგია.

როგორც წესი, ღია ეკონომიკა ხელს უწყობს შრომის საერთაშორისო დანაწილებას, რაც საბოლოო ანგარიშით, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა სრულყოფა.

დღეს, როდესაც ვმსჯელობთ გლობალიზაციის განვითარებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულების აუცილებლობა, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების სერიოზული ფაქტორია.

გლობალიზაცია ასუსტებს ეროვნულ ბაზრებს და შესაბამისად ეროვნულ სახელმწიფოებს, ხელს უწყობს ეროვნულ-სამეურნეო კომპლექსებში პრობლემების მომრავლებას; მწვავდება საწარმოო-ტექნოლოგიური მიზეზები და ურთიერთობები [1, გვ.15].

საინტერესოა განვიხილოთ გლობალიზაციის განვითარების ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტი – მისი როლი სახელმწიფოთა შორის კონკურენტუნარიანი ურთიერთობების პროცესში.

გლობალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა გლობალურობის (ობიექტურისა და სუბიექტურის) მიღწევა, ხოლო გლობალიზმი არის გლობალიზაციის შეგნებულად განხორციელება. ამასთან, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ: ეკონომიკის გლობალიზაცია, ეკონომიკური გლობალიზმი და ეკონომიკური გლობალურობა.

როგორც წესი, გლობალიზაციის პროცესს გააჩნია რიგი ასპექტი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ქვეყნებს შორის კონკურენტული ურთიერთობების ფორმირებისათვის, სახელდობრ:

1. ეკონომიკური ასპექტები, რაც უპირატესად გამოიხატება ეროვნულ სახელმწიფოთა მთავრობების მიერ უმსხვილეს ტრანს-ნაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ჯგუფებში საერთაშორისო კაპიტალის კონცენტრაციაში;

2. პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრების გაშლილობასა და საერთაშორისო კონტაქტების გაუმჯობესებასთან;

3. სამეცნიერო-ტექნიკური ასპექტები, რაც გამოიხატება ტექნო- გლობალიზაციაში, ქვეყნებში ახალი ტექნოლოგიების შემოღება-დანერგვაში, განსაკუთრები თ-კავშირგაბმულობას, ტრანსპორტსა და მატერიალური დოვლათის წარმოებაში;

4. სოციალურ-კულტურული ასპექტები, რაც აისახება სახელმწიფოთა შორის ეროვნული ტრადიციების როლის ოპტიმიზაცია-სრულყოფაში.

როგორც წესი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალიზაციას სახელმწიფოთა შორის კონკურენტუნარიანობის პროცესში. აქ საყურადღებოა საორგანიზაციო-ტექნოლოგიური, სავალუტო-საფინანსო და სოციალურ- კულტურული ფაქტორები.

ამ ბლოკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციასა და კომპანიებისა და სახელმწიფოთა მთავრობების ორგანიზაციულ აქტივობაზე.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გლობალიზაციის პროცესში სავალუტო-საფინანსო ფაქტორების როლი და მნიშვნელობა.

უკანასკნელი წლების მსოფლიო ეკონომიკურ ცხოვრებაში არსებით მომენტად უნდა ჩაითვალოს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა მასშტაბური განვითარება, რაც მთელი რიგი მიმართულებით ხორციელდება:

– მრავალრიცხოვან საწარმოთა განსაზოგადოება უპირატესად წარმოებს საბაზრო ურთიერთობათა გზით, განსაკუთრებით კოლონიური უღლისაგან განთავისუფლებულ ქვეყნებში;

– იმის გამო, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესის მართვის ფორმა, გლობალური ეკონომიკური განვითარება განისაზღვრება ორი ურთიერთ საწინააღმდეგო ტენდენციის - მსოფლიო ეკონომიკის დაქვემდებარება ტრანსნაციონალური კაპიტალის ინტერესებთან, ერთი მხრივ,  და ეროვნული ეკონომიკური სისტემების კონკურენციასთან - მეორე მხრივ.

– განსაკუთრებით საყურადღებოა ფინანსურ ურთიერთობებში მომხდარი უღრმესი ცვლილებები (მრავალი სახის ფინანსური ოპერაციების აღმასვლა, სეკიურიტიზაცია – ახალი სახის ფასიანი ქაღალდების გამოყენების გაფართოება საბაზრო ურთიერთობათა რეგულირებისა და სასესხო კაპიტალის მოძრაობის ინსტრუმენტად, რაც განსაკუთრებით უწყობს ხელს საბაზრო ურთიერთობების განვითარებას). უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული ურთიერთობები ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მიღწეულ იქნა სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა მნიშვნელოვანი აღმავლობით, რომელსაც ხელი შეუწყო მაღალგანვითარებული ქვეყნების ფინანსურმა დახმარებებმა, თუმცა, ამ ქვეყნებში სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარება მაინც უთანაბრობით, ხშირი ჩავარდნებით ხასიათდება. საყურადღებოა ისიც, რომ სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას თან ახლავს ახალ – ახალი ტრან-ნაციონალური კორპორაციებისა და მსოფლიო ფინანსური ცენტრების ფორმირება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნეოლიბერალური გლობალიზაციისა და დერეგულირების აქტიური პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა წარმატებებს მიაღწია ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით შიდა ბაზრების გაფართოების ასპექტით.

ეკონომიკის გლობალიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზნესის მართვის სპეციალური დარგის – საერთაშორისო მენეჯმენტის ჩამოყალიბებაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესის მართვის პრინციპების, ფორმების, მეთოდების და საშუალებების გამოყენება მართვის მეცნიერების მიღწევათა უზრუნველსაყოფად. მენეჯმენტის ძირითადი მიზანია მართვის ობიექტის მაღალი ეფექტიანობის მიღწევა, უპირატესად მოგების მაქსიმიზაციისა და საწარმოების, ფირმების, კომპანიების რესურსული პოტენციალის გამოყენების გაუმჯობესების სფეროში.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გლობალიზაციის პროცესი უპირველესად გამოიწვია ტრანს-ნაციონალური კორპორაციების (ტნკ) საგნობრივმა საქმიანობამ. ხაზგასასმელია ისიც, რომ კორპორაციებში სტრატეგიული მართვის თავისებურებას წარმოადგენს ეკონომიკურ შესაძლებლობათა შეფასება საგარეო კონკურენტულ სფეროში საწარმოთა ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით.

ასეთ სიტუაციაში მთავარია მოგების მაქსიმიზაციის უზრუნველყოფის მიღწევა გრძელვადიანი პერიოდისათვის. თანაც შედგენილი უნდა იქნეს საქმიანი და ობიექტური გეგმა-ღონისძიება დასახული მიზნების მისაღწევად.

თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ადამიანის მართვა გლობალიზაციის პირობებში.

როგორც წესი, გლობალური ტრანსფორმაცია მეცნიერებისაგან მოითხოვს ეკონომიკური ურთიერთობაში ადამიანთა საქმიანობის პერსპექტივების განსაზღვრას.

ხაზგასასმელია ის, რომ გლობალიზაცია რთული და წინააღმდეგობრივი პროცესია. სამეურნეო განვითარების ობიექტური ტენდენციები და მასში მონაწილეთა საქმიანობა ერთმანეთზეა გადანასკვული. გლობალიზაციის დამცველები ამ მოვლენებს განიხილავენ როგორც წარმოების რეალური განსაზოგადოების ობიექტურ აუცილებლობას, რაც უზრუნველყოფს მენეჯმენტის საგნობრივად ახალი დონის ბაზაზე მწარმოებლურ ძალთა მძლავრ განვითარებას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გლობალიზაცია, როგორც წარმოების რეალური განსაზოგადოების პროცესის განვითარების შედეგი, ერთი მხრივ, ქმნის რთულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომლის გათვალისწინება შეუძლებელია ობიექტის ინდივიდუალური მართვის დონეზე, რომელიც მკაცრად მოითხოვს სტანდარტიზებული ნორმებისა და წესების შესრულებას. გლობალიზაცია, როგორც საბაზრო და არასაბაზრო ურთიერთობათა განვითარების მაღალი დონე, წარმოშობს ადამიანის განკერძოებას არა მარტო ბუნებისა და სოციუმისაგან, არამედ თვით საკუთარი თავისაგან. იგი წარმოგვიდგება გლობალური მართვის სუბიექტისაგან ეკონომიკური მიზნების მიღწევის საშუალებად, თანაც მხოლოდ ერთადერთი პირობით, თუ იგი უზრუნველყოფს საწარმოებში მოგების ზრდას.

იმის გამო, რომ გლობალიზაცია წარმოადგენს თანამედროვების დამახასიათებელ მოვლენას, ის იწვევს საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში – ეკონომიკაში, პოლიტიკაში, კულტურაში და ფაქტობრივად საზოგადოების განვითარების ყველა დონეზე კარდინალურ ცვლილებებს, რაც ხელს უწყობს მსოფლიო მეურნეობის ახალი ტიპის შექმნას.

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპი წარმოადგენს ერთიანი მსოფლიო ეკონომიკურ, საფინანსო, საინფორმაციო და ჰუმანურ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ბარიერის შემცირებას საინფორმაციო, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების სეფროებში და ეკონომიკის რეგულირების ეროვნული ისნტიტუტების როლის გადიდებას.

საყურადღებოა ისიც, რომ XXI საუკუნის დასაწყისში სსრ კავშირისა და მთელი სოციალისტური სისტემის ნგრევის შედეგად, მსოფლიო ეკონომიკურ მეურნეობაში გაბატონდა ისეთი სოციალური ინსტიტუტები, როგორიცაა: წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება, საქონლის, მომსახურების, საინფორმაციო და ფინანსური კაპიტალი, აგრეთვე თავისუფალი მეწარმეობა, რითაც შეიქმნა მსოფლიო (გლობალური) კაპიტალიზმის სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია არა მარტო თავისუფალი ვაჭრობა, არამედ საერთაშორისო ფინანსური კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა.

კაპიტალიზმის გლობალური სისტემა თავისი ბუნებით წარმოადგენს წმინდა ფუნქციონალურს, ხოლო ფუნქციები წარმოადგენს წმინდა ეკონომიკურს: წარმოებას, მოხმარებას, საქონელთა და მომსახურების გაცვლას სარგებლის უზრუნველსაყოფად. მთავარია ის, რომ გაცვლა ეხება არა მარტო საქონელსა და მომსახურებას, არამედ წარმოების ყველა ფაქტორს, მათ შორის შრომას. იმის გათვალისწინებით, რომ სისტემა ფართოვდება, ეკონომიკური ფუნქცია დომინირებული გახდა ადამიანებისა და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროსა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ამასთან, გათვალისწინებულია, რომ ადრე პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება, კანონშემოქმედება, სამართალდამცავი საქმიანობა, პროფესიული ცოდნა, ეკოლოგიური პრობლემები და სხვა მოვლენები არ შედიოდა ეკონომიკურ ურთიერთობებში.

გლობალიზაცია და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის წინააღმდეგობრივი ხასიათი საქართველოში

როგორც წესი, გლობალური კაპიტალიზმის სისტემა თავისი ბუნებით წმინდა ფუნქციონალურია, თანაც იგი წარმოადგენს ეკონომიკური ფუნქციების გაფართოებას და მოიცავს პოლიტიკას, კულტურას, მეცნიერებას, კანონშემოქმედებას, პროფესიულ ცოდნას, ეკოლოგიურ პრობლემებს და ა.შ. არ შეიძლება ეჭვი შევიტანოთ იმაშიც, რომ საბოლოო ანგარიშით ყველაფერი დაიყვანება ფულით გამოხატულ მოგებასა და სიმდიდრეზე.

გასათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ დიდმა რუსმა მოაზროვნემ სერგეი ბულგაკოვმა 1912 წელს გამოცემულ კაპიტალურ ნაშრომში „მეურნეობის  ფილოსოფია“ [2]:  პირველად  ჩამოაყალიბა კაცობრიობის განვითარების ფილოსოფიურ-სამეურნეო პრინციპები, რომლებშიც მოცემულია არა მარტო თვით ადამიანის ცხოვრების არსი, არამედ მისი მთელი სამეურნეო საქმიანობის საბოლოო მიზანი. კერძოდ:

პირველი პრინციპი: ადამიანური ცხოვრება არის მეურნეობა, სამყარო არის მეურნეობა, მთელი კულტურა არის მეურნეობა;

მეორე პრინციპი: ადამიანის შრომა არის ცხოვრების საფუძველი, მეურნეობის საფუძველი;

მესამე პრინციპი: მეურნეობის სუბიექტი არის ადამიანი-კაცობრიობა;

მეოთხე    პრინციპი: მეურნეობისა და სამყაროს სუბიექტის ტრანსცენდენტობა;

მეხუთე პრინციპი: მეურნეობის ფილოსოფიურობა;

მეექვსე პრინციპი: მეურნეობა როგორც თავისუფლებისა და აუცილებლობის სინთეზი.

ეკონომიკურ ურთიერთობათა განვითარება თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით პოსტსოციალურ ქვეყნებში, მათი ფორმირება მიმდინარეობს რთული და მრავალმხრივი ფაქტორების გავლენით. ამ ქვეყნების მეურნეობრივ ცხოვრებაში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას თან ახლავს წინააღმდეგობრივი პრობლემები. როგორც წესი, ტრანსფორმირებული სამეურნეო ცხოვრება ზიგ-ზაგებით ვითარდება, რაც განპირობებულია საბაზრო ურთიერთობათა განვითარების დაბალი დონით. თანაც პოსტსოციალისტური ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში თავმოყრილია მაღალეფექტიანი ცივილიზებული საბაზრო ურთიერთობათა ურთულესი პრობლემები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ დონეებზე. ამ ქვეყნებში სამეწარმეო საქმიანობას ხელს უშლის სრულყოფილი ბაზრის განუვითარებლობა, არადა, ამის გარეშე სამეწარმეო ურთიერთობათა სრულყოფა შეუძლებელია. ამ ქვეყნებში სრულყოფილი საბაზრო სისტემების განუვითარებლობა, თავის მხრივ, ურთულეს პრობლემებს ქმნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

როგორც წესი, ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყნებში მეწარმეობის განვითარების დაბალი დონე დაკავშირებულია ეკონომიკური სისტემების მოუწესრიგებლობასთან, თანაც მათ არ გააჩნიათ განვითრებისათვის კონკრეტული საშუალებები, მათში არ არსებობს საბაზრო ურთიერთობათა სრულყოფის ელემენტარული პირობებიც კი.

განვითარებული ქვეყნების დიდმა გამოცდილებამ და მეურნეობრიობის სისტემის უღრმესი გარდაქმნების განხორციელებამ განაპირობა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. გარდამავალ პერიოდში მეწარმეობის სრულყოფა უდიდეს როლს ასრულებს დასაქმების უზრუნველყოფის, უმუშევრობის შემცირებისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, რაც საბოლოო ანგარიშით ხელს უწყობს მყარი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას.

როგორც წესი, საქართველოში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის სტიმულირება დღის წესრიგში აყენებს ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ურთიერთობის რელსებზე გადაყვანა, რასაც თან ახლავს რიგი პრობლემის აღმოფხვრის აუცილებლობა.

მეურნეობრიობის საბაზრო გამოცდილების დანერგვა დღის წესრიგში აყენებს რიგი დაუძლეველი ფაქტორის აღმოფხრვას და მეურნეობრიობის საბაზრო მექანიზმის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოო ანგარიშით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ჩართვას საერთაშორისო ეკონომიკის ფერხულში, როგორც სამეურნეო სისტემის თანასწორუფლებიანი წევრისა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მსოფლიო სამეწარმეო ურთიერთობის განვითარება ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს საზოგადოების სოციალური სტრუქტურის საგნობრივ ცვლილებებს, რაც საბოლოო ანგარიშით, მოითხოვს მეურნეობრიობის საინვესტიციო სტიმულების, წარმოების ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოში სამეურნეო ცხოვრების გარდამავალ პერიოდში ეკონომიკური განვითარების ტემპები უმნიშვნელოა, რაც იწვევს, თუნდაც გარკვეული დადებითი ძვრების აუცილებლობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან ერთად დამოუკიდებლობის რელსე ზე დამდგარი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება კრიტიკას ვერ უძლებს, განსაკუთრებით ეკონომიკური სექტორის მაჩვენებლებში. როგორც წესი, გარდამავალ პერიოდში მეწარმეობრივი ურთიერთობების ფორმირება უპირატესად დაკავშირებულია ისეთი პრობლემების გადაწყვეტასთან, როგორიცაა უმუშევრობის შემცირება და ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა მეწარმეობის განვითარების კვალობაზე მისი სხვადასხვა ფორმით, მასშტაბისა და საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.

საყურადღებოა, რომ საქართველოს საბაზრო ურთიერთობებში დასაქმების დინამიკასა და სტრუქტურებში ცვლილებები დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორზე, რომელთა შორის ძირითად ადგილს იკავებს მეურნეობრიობის ახალი ფორმების განვითრება. ჩვენი ქვეყნისათვის საბაზრო გარდაქმნების თანამედროვე დონისათვის დამახასიათებელია მეწარმეობის მაღალი სოციალურ-ეკონომიკურ სამეურნეო საქმიანობის ფუნქციებსა და მათი შედარებით დაბალი ცხოველმყოფელობის ხასიათს შორის წინააღმდეგობის მაღალი დონე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში პრივატიზაციის დაუმთავრებლობისა და სამეწარმეო პროცესის არასრულყოფილი ფორმირების პირობებში, დაბალი ტემპით მიმდინარეობს თანამედროვე ეკონომიკურ ურთიერთობათა პროცესების დანერგვა.

ქვეყანაში განსაკუთრებულ სრულყოფას ექვემდებარება სოციალური პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტა, ურომლისოდაც შეუძლებელია საბაზრო ურთიერთობათა ფორმირება. გარდამავალ პერიოდში მეტად აქტუალურ პრობლემად გვესახება მინიმალური ხელფასის მიახლოება საერთაშორისო დონესთან და მისი ორგანული დაკავშირება სამომხმარებლო ბიუჯეტის განსაზღვრასთან.

ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მინიმალური ხელფასის მოცულობის საგნობრივ დაკავშირებას მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის დონესთან.

შრომის დანახარჯების შესაბამისი ფულად-ღირებულებითი ეკვივალენტით არაუზრუნველყოფა იწვევს დასაქმების ეფექტიანობის შემცირებას, უმუშევრობის ზრდას, სამუშაო ძალის მიგრაციას, მოტივაციური სტიმულების შენელებას, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალისა და ერის ინტელექტის შესუსტებას. ამასთან დაკავშირებით საკუთრების გადანაწილებამ, მისი ახალი ფორმების განვითარებამ და ქვეყანაში მსხვილი პრივატიზაციის პროცესების დაჩქარებამ, საბოლოო ანგარიშით უნდა გამოიწვიოს ახლადშექმნილი ღირებულებების უსწრაფესი გადანაწილება.

ყოველივე ამის საფუძველზე ქვეყანაში მიღწეული უნდა იქნეს ხანგრძლივი სოციალური სტაბილურობა.

საყურადღებოა, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელია მოსახლეობის შრომითი სტიმულირებისა და ლეგალური ღ ნისძიებების ბაზაზე. უახლოეს პერიოდში ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ორიენტირებულ უნდა იქნეს მინიმალური და საშუალოთვიური ხელფასის ოპ- ტიმალური თანაფართობის უზრუნველყოფაზე.

გარდამავალი პერიოდის საქართველოში შრომის ანაზღაურება, რ გორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარების ფაქტორი, გვიჩვენებს საშუალო რესპუბლიკური ხელფასის სხვაობას სხვადასხვა საბაზრო სტრუქტურათა შრომის ანაზღაურებასთან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მეურნეობის ახალი ფორმის პირობებში უცხოური და ერთობლივ საწარმოო სტრუქტურებში შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეროვნულ საწარმოებში.

როგორც წესი, სტრუქტურული გარდაქმნა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოში გარდამავალი პერიოდის წლებში გარკვეული დადებითი ძვრებია მიღწეული მეწარმეობის განვითარების სფეროში, თუმცა, უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა ისეთი უარყოფითი ტენდენცია, როგორიცაა პროდუქციის წარმოების პროცესში დასაქმებულ მუშაკების შრომის ანაზღაურებაში დიდი განსხვავება.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ „თანამედროვე გლობალური ეკონომიკა, ფაქტობრივად, ფინანსური ეკონომიკაა, არა ეკონომიკა ფინანსებთან ერთად, არამედ ფინანსური ეკონომიკა, რომელშიც ფინანსები არა მარტო უბრალოდ მონაწილეობს ეკონომიკაში და მას ემსახურება, არამედ მას გაბატონებული როლი აკისრია“ [3].

საქართველოს ეროვნული ბანკის დანიშნულებაა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და სავალუტო ბაზარზე ოპერაციების წარმოების წესების შემუშავება. მასვე ეკისრება ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ფლობის, შენახვისა და მართვის საკითხებში პასუხისმგებლობაც.

აუცილებელია ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა სამინისტრომ და მთლიანობაში ხელისუფლების ორგანოებმა მომავალში მეტი ყურადღება მიაქციონ ქვეყნის სამეურნეო და სოციალური განვითარების ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემებს, როგორიცაა:

- მეწარმეობის განვითარების სიღრმისეული ფინანსურ, სოციალურ და სამართლებრივ ურთიერთობათა სრულყოფა;

- მეწარმეობის დარგობრივი სტრუქტურის ოპტიმიზაცია;

- შემუშავებული იქნეს ქვეყნის სოციალური სფეროს გაუმჯობესების სრულყოფილი სისტემა და ქვეყანაში საზოგადოების წევრთა განვითარების ინდივიდუალური ინტერესების ყოველმხრივი აღმავლობის პროგრამა;

- ასევე აუცილებელია საზოგადოების წევრთა ეკონომიკური ცხოვრების ამაღლების რადიკალური ღონისძიებების შემუშავება, კერძოდ: დასაქმების ზრდის, უმუშევრობის შემცირების, სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფა-განვითრების ღონისძიებები; განსაკუთრებული ყურდღება უნდა მიექცეს მეწარმეობის განვითრებისა და მატერიალური დოვლათის ზრდის კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებას;

- განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფას;

- სერიოზული ყურადღება უნდა დაეთმოს სახელმწიფოში სოციალური პრობლემების მწყობრი საგნობრივი ღონისძიებების შემუშავებას, მათ პრაქტიკაში დანერგვასა და ეფექტიანობის ამაღლებას [4].

ლიტერატურა:

  1. В.М. Колонтай, Мировое хозяйство или глобальная экономика? стр.11.,  Из монографий `Экономическая теория на пороге XXI века», `Глобальная экономика», т.7. М; 2003., стр. 15.
  2. Булгаков С.Н., Философия хозяйства, М., 1990., стр. 110.
  3. კაკულია რ., ფინანსების თეორია, მე-5 შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, თბ., 2012.
  4. კაკულია რ., თანამედროვე ფული და ფულის მიმოქცევა, თბ., 2011.